“ოცნების” მხარდამჭერები “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ხმაური და დაპირირისპირებაა ამ წუთებში ზუგდიდში – “ერთიანობა  ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს ფიზიკურად გაუსწირდნენ.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ანა წითლიძე თანამოაზრეებთან ერთად ბარამიას ქუჩაზე საარჩევნო შეხვედხრას მართავდა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული – წითლიძე მომხდარს სუს-ის პროვოკაციას უწოდებს.

მისი თქმით, საარჩევნო ბუკლეტების დარიგების დროს ოპოზიციის წევრებს წინასწარი ინფორმაციით ოცნების მხარდამჭერები მიუცვივდნენ.  დეპუტატი ამტკიცებს, რომ თავდამსხმელებს სუსის აგენტი თეონა ქარდავა ხელმძღვანელობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share