რუსთაველის გამზირზე რუსეთის დროშით ივანიშვილის ფიტული მიიტანეს. რამდენიმე წუთში კი პარლამენტის წინ პოლიციელების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. საქართველო ბოდიშს არ მოიხდის – ამ გზავნილით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ხალხი ოლიგარქს პასუხს გორში გაკეთებული განცხადების გამო სთხოვს. ახალგაზრდები რუსთაველზე ელოდებიან ყველას, ვისთვისაც რუსეთი ოკუპანტია და დამპყრობელის წინაშე ქედის მოხრა მიუღებელია.