შერიგების თემამ მთელი აგენტურა გამოდევნა უცხოეთიდან დაფინანსებული ბუნაგებიდან – ივანიშვილი

”როდესაც ქალაქ გორში ჩემი გამოსვლისას შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდონბას მტრობა დაარქვა, ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველ ხალხს, რომ გარდა ომუსა და ნგრევისა, გარდა ეთბიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს.

ჩვენი ქვეყნის მტრებს ყველაზე მეტად სწორედ მათი სიტყვა და ქმედება ააშკარავებს. უკვე ორ თვეზე მეტია, გადაჭრით ვამბობთ, რომ 2008 წლის ომი გარე დაკვეთით სწორედ ნახციონალურმა მოძრაობამ დაიწყო, თუმცა არცერთ მათგანს მცდელობაც არ ჰქონია, თავი ემართლებინა, გასაგებია, რომ ნაცმოძრაობის მიერ ომის გაჩაღების მტკიცებულებები ხელისგულზე დევს, გასაგებია, რომ ცნობილი რეზოლუციაზე ხმისმიცემით, შემდეგ კი, ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით მათ საომარი მოქმედებების დაწყება ისედაც აღიარებული აქვთ, მაგრამ ალბათ მსგავს თვითლუსტრაციას მაინც არავინ ელოდა.

ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საკითხი სწორედ ის საკვანძო თემაა, რომელმაც მთელი აგენტურა გავეშებული გამოდევნა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ბუნაგებიდან. მათი რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დავალებული ჰქონდათ და აქვთ ერთადერთი რამ – საქართველო იყოს მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის. „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობებში, რადიკალურ ოპოზიციას ყველანაირი რესურსი გამოეცლება, საქართველოს გამთლიანებას ხელოვნური ბარიერი შეუქმნას და ქვეყანა მუდმივ კონფრონტაციაში ამყოფოს” – განაცხადა

”ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში სიტყვით გამოსვლისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share