ნიკო მარი გურულ საეკლესიო გალობასა და საერო სიმღერაზე

„XI საუკუნის ქართული საეკლესიო გალობა იყო თავითმყობადი და ნაციონალური, რის გამოც ახალ ბერძნულ საეკლესიო გალობას მოუწია ქართული გალობის ნორმების გათვალისწინება. ქართული ეკლესიის მაღალი მდგომარეობის ნათელი დასტური ის გახლავთ, რომ იერუსალიმში რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მიუხედავად ძლევამოსილი რუსეთის იმპერიის მხარდაჭერისა ნაწილობრივადაც ვერ მიაღწია ისეთ გავლენას, როგორიც ჰქონდა მცირერიცხოვანი ქართველი ხალხის ეკლესიას.“
.
„ჩვენამდე შმონახული მე-10 საუკუნის ხელნაწერის მიხედვით ქართული საეკლესიო გალობა სამი სახისაა: ბერძნულიდან გამოღებული და ორი ადგილობრივი ტომის: ქართების (ქართული) და მესხების (მესხური). ამიტომაც ამჟამად საქართველოში საეკლესიო გალობა განსხვავებულია: ქართლსა და გურიაში სხვადასხვაგვარია, ერთიც და მეორეც უაღრესად საინტერესოა.
.
ასევე საინტერესო სტილისაა გურიაში შემონახული საერო გუნდური სიმღერები, მოტივირებული, სიტყვების გარეშე, ისინი დაკავშირებულია ყანაში მუშაობასა და სხვადასხვა ოჯახურ შემთხვევებთან, ქორწილთან, დასაფლავებასთან და ა.შ. როგორც ჩანს ამავე ტომს ჰქონდა ქრისტიანობამდელ წარმართულ კულტებთან დაკავშირებული სხვადასხვა რიტუალური გუნდური სიმღერები. სწორედ ეს უძველეს წარმართულ კულტებთან დაკავშირებული მშობლიური მოტივები დაედო საფუძვლად გურულ საეკლესიო გალობის სახესხვაობას.“
.
Mapp Н.Я. – „История Грузии: культурно-исторический набросок; По поводу слова прот. I. Восторгова о грузинском народе“ (1906).
შეიძლება იყოს პოპ-არტი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share