გურიელების წერილები ციციანოვს

1804 წელს გურიის „ტახტისათვის“ ერთმანეთს თავგამოდებული ებრძოდნენ ერთამანეთს ვახტანგ, ლევან და ქაიხოსრო გურიელები, ქაიხოსრო გურიელი თავის მხრივ მამია გურიელისათვის გურიის „ტახტზე” დასმას ცდილობდა. შგადაშიგ ყველა მათგანი წერილებს წერდა კავკასიაში რუსეთი ჯარის მეთაურს პავლე ციციანოვს და მფარველობის გარდა ქვემო გურიის დაბრუნებაში დახმარებას სთხოვდნენ. წერილების შეიცავს გურიის ადრინდელი საზღვრების და დაკარგული ადგილების შესახებ ინფორმაციას.
.
მამია გურიელის და გურიელის ძე ქაიხოსრო – 1804 წლის წერილი ციციანოვს
.
„გამოცხადება საღვართა გურიისათა, რომელიცა პირველად ჟამსა მეფისა თამარისასა იყო აღწერილ, არს მოთხრობასა შინა საქართველოსა წიგნისასა;
გურიის საზღვართა პირველი საზღვარი, რომელსაც ოსმალნი ქემერს უხმობენ და ჩვენ გურიულნი რკინისპალოდ, მას აქეთ სოფლები ხოფა და ვიწე, ციხე და სოფელი გონიად სახელდებული, სოფელი და საბალახე, ზამთრის პირუტყვთ სამყოფი კახაბერი, რომელსა თვით ერთს გურიის უფლისწულს წილად ხვედრია და სახელიც ის რქმევია და თავის სოფლისათვისაც ის სახელი დაუძს კახაბერი, ბათუმი ქალაქი და ლიმენა სოფელი ჩაქვი, რომელიც ჟამს დააკლდა გურიის საზღვარს, – რიცხვით წელიწადის მახსოვარი არა ვართ და ჟამი ესე ვიცით რომ გურიელს გიორგის სჭერია მეორე მთავრობა მამის ჩვენისა, მესამე ჩუენი.
ციხის ძირს აქეთ სოფელი ქობულეთი ხინო ოცი წელია, რომ მამაჩვენს დააკლდა, არა ხონთქრისაგან, არამედ მოხუცებულების უძლურებით შემოვლა და პასუხის მიცემან არ შეეძლო.“
.
ლევან გურიელის წერილი ციციანოვს (1804 წლის 26 ნოემბერი)
“რადგან ღმეთმა ინება და თქვენს საფარველში შემოვედით, ჩვენი ამბავი თქვენ უნდა მოგახსენოთ სრული და და ჭეშმარიტი.
ხინო და ქობულეთი რომ დაკარგული გვაქ ოც და ათი წელიწადია, ჩაქვი და ბათუმი, რომომ დაკარგული გვაქ ოთხმოცი წელიწადია, რკის პალოს აქეთ ჩვენი ყოფილა, აჭარა, მაჭახელი სულ მგრგულივ, მაგრამ რამდონი წელიწადია მას აქეთ, ის ჩვენ არ გვახსომს, ყრმაწვილი გახლავართ და ეგების ცხოვრებაშიდ ვნახოთ და კიდევ ბეჯითს მოგახსენებთ. ეს ალაგების სახელები რომ მოგახსენეთ ყველა ზორბისაგან წარმთმეული გვაქვს თორემ ხვათქრს არ წაურთმევია;
ჩვენი გონება იმას ვერ მისწვდება და არც ჩვენგან ითქმის, ჩვენ რომ თქვენს საფარველს ქვეშედ შთამოვედით იმის სიხარულის თქმა.”
.
სასაზღვრე პოსტი ქაქუთთან მდინარე ჩოლოქზე – ნახატი წიგნიდან გურია სურათებით Воспоминания офицера Кобулетского отряда в кампанию 1877-78 Борис Колюбакин
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share