ოპოზიციის შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასაბლეის წევრები “ქართულ ოცნებას” ხვდებიან. სადამკვირვებლო მისიის წამომადგენლებმა ქვეყნაში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ უკვე მიიღეს დეტალური ინფორმაცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან.
“ჩვენ ვისაუბრეთ დეტალურად იმ კანონდარღვევებზე, იმ ავტოკრატიულ ნაბიჯებზე, რომლითაც ხელისუფლება არღვევს საარჩევნო ფუნდამენტურ პრინციპებს და რომლითაც ცდილობს, რომ მიიტაცოს ძალაუფლება”, – თქვა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.
“ერთიანობის” ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, მისიის წარმომადგენლების პოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ ძალიან ხისტია. შეხვედრაზე გაიჟღერა სიტყვამ, რომ “საქართველო არ უნდა გახდეს შემდგომი ბელარუსი”.
“მათი პოზიცია იყო ძალიან ხისტი და ხისტი იმ კონტექსტში, რომ საქართველოში მიმდინარეობს შემაშფოთებელი მოვლენები დემოკრატიის ძირგამომთხრელი საქმიანობის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. პირდაპირ გაიჟღერა ასეთმა სიტყვებმა, რომ ქართველმა ხალხმა არჩევნებში ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველო არ გახდეს შემდგომი ბელარუსი და ეს იყო ის სიტყვები, რომელიც ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ თქვა”, – განაცხადა დეკანოიძემ.