“მთავარი არხის” ინფორმაციით აშშ-ში პრემიერ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს ელჩს – დავით ზალკალიანს შორის შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტი ელჩსა და პრემიერს შორის, შეხვედრების გაუქმებას მოჰყვა. “მთავარი არხი” ინფორმაციას ამოწმებს.
შეგახსენებთ, პრემიერი აშშ-ში გაეროს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. “ამერიკის ხმის” ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციამ მას მიღებაზე მიწვევა გაუუქმა და უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე.