სკანდალი: აშშ-ში კობახიძესა და ზალკალიანს შორის შორის კონფლიქტი მოხდა – ზალკალიანმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

“მთავარი არხის” ინფორმაციით აშშ-ში პრემიერ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს ელჩს – დავით ზალკალიანს შორის შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტი ელჩსა და პრემიერს შორის, შეხვედრების გაუქმებას მოჰყვა. “მთავარი არხი” ინფორმაციას ამოწმებს.

 

შეგახსენებთ, პრემიერი აშშ-ში გაეროს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. “ამერიკის ხმის” ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციამ მას მიღებაზე მიწვევა გაუუქმა და უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share