უდანაშაულო ხალხის ტკივილი და სისხლი, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური რეკლამის საგანი – რადას დეპუტატი “ოცნების” პროპაგანდაზე

“უდანაშაულო ხალხის ტკივილი და სისხლი, სიწმინდეების ნგრევა, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური რეკლამის საგანი”, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი იური კამელჩუკი “მთავარ არხთან” საუბრობს და “ქართული ოცნების” პროპაგანდას ეხმაურება, რომელმაც საკუთარ კამპანიაში ომში მყოფი უკრაინის ფოტოების გამოყენებას ეხმაურება.

“მე კატეგორიულად ვგმობ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საშინელი შედეგების გამოსახულებების რეკლამაში გამოყენებას. უდანაშაულო ხალხის ტკივილი და სისხლი, სიწმინდეების ნგრევა, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური რეკლამის საგანი. საქართველოს მმართველმა პარტიამ და სხვა პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა შეიკავონ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გამოყენებისგან პოლიტიკური მიზნებით. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. დაე არჩევნებმა საქართველოში ჩაიაროს დემოკრატიულად და საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ”, – ამბობს კამელჩუკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share