პოლონეთის საფეხბურთო კავშირს სურს მიმართოს ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირს (UEFA) თხოვნით, გადაიტანონ რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მოსკოვში დანიშნული 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩი ნეიტრალურ ტერიტორიაზე – წერს პოლონური გაზეთი Sport.
ამ გადაწყვეტილებას პოლონელები რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებით ხსნიან. პოლონელები მიიჩნევენ, რომ მოსკოვი შესაძლოა არ იყოს ყველაზე უსაფრთხო ადგილი მატჩის მასპინძლობისთვის,
პოლონეთის სპორტის მინისტრმა კამილ ბორტნიჩუკმა გამოაცხადა მატჩის გამართვის სურვილი “მინიმუმ ნეიტრალურ ტერიტორიაზე”.
პოლონეთის ნაკრები რუსეთის ნაკრების მეტოქეა პლეი-ოფის ტურნირის ნახევარფინალში ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად. რუსეთისა და პოლონეთის ნაკრებების შეხვედრა 24 მარტს გაიმართება. 29 მარტს კი გამართული მატჩის გამარჯვებული ნახევარფინალურ წყვილში შვედეთი – ჩეხეთს შორის გამარჯვებულთან ითამაშებს.