”ამ გლობალურ დაპირისპირებაში ჩვენ სწორი ადგილი ამოვირჩიეთ”

”ზოგადად, დაპირისპირების დინამიკა, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის კარგა ხანია, ასე ვთქვათ, 2006 წლიდან ვითარდება, არის საფრთხის შემცველი. საქართველომ ამ გლობალურ დაპირისპირებაში სწორი ადგილი ამოირჩია. სწორი პოზიციაა ის, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოცირებული წევრი და 2012 წლის შემდეგ წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, რომელიც წამოვიწყეთ, იგივე განვითარებული სამყაროს ქვეყნებთან ახლო, ორმხრივი ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და უამრავი სხვა.”

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share