ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებზე ისაუბრა. ვაშინგტონი პერსონალურ, ფინანსურ სანქციებს უწესებს პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკური ელიტის წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს.
სანქციები ასევე ეხება რუსეთის 2 მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მომავალში, რაც უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა, დასავლეთი ერთიანი იქნება ახალი სანქციების დაკისრების კოორდინაციაში.
რუსეთმა მიითვისა რეგიონის დიდი ნაწილები და განალაგა სამხედრო ნაწილები გაცილებით უფრო ღრმად, ვიდრე ეს უკრაინის საზღვრებითაა აღიარებული და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის სახელმწიფოს აღიარება. ეს არის დასაწყისი რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის, დაფუძნებული დუმის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ვაპირებთ სანქციებზე საუბრის გაგრძელებას და გაცილებით ღრმად წასვლას ამ მიმართულებით.
არ არსებობს ქვეყნები, რომელთაც აქვთ უფლება წაართვან ტერიტორია მათ მეზობლებს. რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ და ნატოს მოკავშირეებმა ბევრი განცხადება გავაკეთეთ პუტინის ბოლო პერიოდის განცხადებების წინააღმდეგ, უკრაინასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ ის აღიარებს როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკებს ლუგანსკს.
ჩვენ ვართ ძალიან ახლო კოორდინაციაში ჩვენს მოკავშირეებთან, და მზად ვართ ესკალაციის შესაწინააღმდეგებლად. პირველი სანქცია ეს არის ფინანსურ ინსტიტუციებზე, მეორე რუსეთის ვალზე რომელიც ვერ იქნება დაფინანსებული უცხოური წყაროებიდან. ხვალიდან იქნება სანქციები რუსეთის ლიდერებსა და მათ ოჯახის წევრებზე.
გერმანიასთან კონულტაციის შემდეგ, პრაქტიკულად, მომზადებულია ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის გაყინვა ამავდროულად, აშშ გააგრძელებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. იმის გამო, რომ რუსეთის არმის დგას ბელარუსში, ჩვენ ვაწვდით კიდევ უფრო მეტ შეიარაღებას უკრაინას და ასევე სამივე ბალტიისპირეთის სახელმწიფოში ასვეე გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს თავს დავესხათ რუსეთს მაგრამ ჩვენ ვიცავთ ნატოს ტერიტორიას.
რუსეთი აპირებს არ შეჩერდეს გამოცხადებულზე და აქვს გეგმები გაცილებით უფრო დიდი ქალაქების ოკუპაციის, მათ შორის დედაქალაქი კიევის. მათ შორის პირველ რიგში ბელარუსიდან, ჩრდილოეთ ნაწილიდან რაკეტების დახმარებითაც კი. სამხრეთიდან, შავი ზღვიდან, წყალქვეშა გემებით.
რაზე მეტყველებს ეს თუ არა იმაზე, რომ რუსეთს სურს ომის დაწყება. ამ ესკალაციის გაზრდა და მიმდინარეობა ჯერჯერობით დასრულდა უკრაინული ორი სუვერენული ტერიტორიის დამოუკიდებლობის უკანონოდ აღიარებით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით.
პუტინმა ამასთანავე მისცა შესაძლებლობა პარლამენტს, ავტორიზაცია გაუკეთა, რომ გამოიყენოს რუსული სამხედრო ძალები მის ფარგლებს გარეთ.
ჩვენ არ ვართ სულელები და არც ვიყავით და არც ვიქნებით. ჩვენ რამდენიმე დღის წინაც ვამბობდით იგივეს და რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ სრულად ატარებს პასუხისმგებლობას აღნიშნულ საკითხებზე. და ის რაც ითქვა გაზის ფასის მატებაზე, ამაზე ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვთქვით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას აქვს თავისი ფასი და ჩვენ ვართ მზად, გადავიხადოთ ეს ფასი.
და რუსეთის ასეთი მიდგომა ენერგომატარებლებზე, პირველ რიგში, დაანგრევს რუსეთის ეკონომიკას და არა ჩვენსას. საპასუხოდ, არ იქნება არავითარი ინვესტიციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში. ამერიკელი ხალხი ვერ იქნება დამოკიდებული “გაზპრომზე” ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ზელენსკი და ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი შეხვდნენ მიუნხენში წინა კვირაში და ჩვენ ვაჩვენეთ მას, რომ ჩვენი, აშშ-ის, ნატო-ს და ჩვენი პარტნიორების ნებისმიერი ნაბიჯი იქნება ერთიანი. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ რუსული აგრესიის წინააღმდეგ აგრესიის წინააღმდეგ და ჩვენი, ნატო-ს მოკავშირეების მშვიდობის დასაცავად. მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად.
პუტინმა პირდაპირ დაარტყა უკრაინის უფლებას არსებობის შესახებ და დაარტყა ნატო-ს დემოკრატიებს და ნატო-ს სახელმწიფოებს. არ არსებობს შეკითხვა იმის შესახებ და ეჭვი, რომ უარეს შემთხვევაში, უამრავი ადამიანი იქნება უმძიმეს მდგომარეობაში, – აცხადებს ჯო ბაიდენი.