პრეზიდენტმა ,,ამნისტიის შესახებ კანონს” ხელი მოაწერა, თუმცა თვლის, რომ კანონის მიღება ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა

საქართველოს პრეზიდენტმა ოცნების მიერ მიღებულ ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა, თუმცა თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, მსგავსი აქტი ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა.

 

“საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.

 

ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე.

 

პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდადებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა ,,ამნისტიის შესახებ კანონს”. ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამნისტიის შესახებ კანონპროექტი “ოცნებამ” მესამე მოსმენით 17 სექტემბერს დაამტკიცა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share