“ივანიშვილის მონა რუსი ხარ” – “იმედთან” მამუკა მდინარაძეს “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები დახვდნენ

“იმედის” მიმდებარე ტერიტორიაზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ.

მათ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატისგან მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პასუხი მოითხოვეს.

“რუსი ხარ”, “ივანიშვილის მონა რუსი ხარ”, “მოღალატეობრივ განცხადებებს აკეთებ”, “ორღობედ აქციეთ ქვეყანა” – მიმართავდნენ მდინარაძეს აქტივისტები.

ადგილზე მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

 

სამოქალაქო აქტივისტის ნიკა ნარსიას თქმით, მივლენ ყველგან, სადაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები იქნებიან და არ მოასვენებენ.


გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share