თუ “ოცნება” ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ნახავთ, როგორ აისახება ეს ჩვენს ურთიერთობაზე – სალივანი

საქართველოს ხელისუფლებას თეთრი სახლიდან მწვავე გაფრთხილება წამოეწია – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, ტომ სალივანი პირდაპირ ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად შემცირდება.

”გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია “ქართულ ოცნებას” საქართველო მიჰყავს. ის ქვეყანას აშორებს იმას, რაც ქართველების უმეტესობას სურს – ინტეგრაცია დასავლეთთან, ევროკავშირთან, NATO-სთან. ამის გამო, ჩვენ ძალიან მკაფიო ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის, ასევე, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციის თვალსაზრისით… 

თუ ისინი [“ქართული ოცნება”] გააგრძელებენ ანტიდემოკრატიული ან ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას არ მისცემს, ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, რომ ეს აისახება და შეამცირებს ჩვენს [ურთიერთობებს]”, – აცხადებს სალივანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share