უკრაინელთა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რეესტრში რუსეთის აგრესიული ომის შედეგად 55 000 ადამიანია აღრიცხული, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
ლეონიდ ტიმჩენკოს თქმით, დაკარგულთა უმეტესობა სამხედრო მოსამსახურეა და პერიოდულად ამ სიაში მყოფების გარდაცვალების ფაქტი დგინდება.
“ეს ციფრი საკმაოდ დინამიკურია. როდესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელს ადგენენ, ზოგ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ მოქალაქე, მაგალითად, ტყვეობაშია”, – განაცხადა ტიმჩენკომ.