1905 წლის დასაწყისიდან გურიის მოსახლეობამ რუსული სახელმწიფო დაწესებულებების ბოიკოტირება მოახდინა და ყველა საკითხს საერთო კრებებზე წყვეტდნენ. ბოიკოტი გურიის სოციალ დემოკრატთა კონფერენციაზე დამტკიცებული სპეცილური პროგრამის მიხედვით ხორციელდებოდა, რაც „გურიის მოძრაობას“ გასაკუთრებულ და ორგანიზებულ ხასიათს აძლევდა.
ბოიკოტის პასუხად რუსებმა გურიისაკენ დიდი საჯარისო შენაერთი დაძრეს. 1905 წლის 16 თებერვალს გენერალ მალამასთან ქართველების დეპუტაცია მივიდა და ითხოვა ჯარის ნაცვლად გურიაში მთავრობის წამომადგენელი გაეგზავნათ გურულების პრობლემებს გასცნობოდნენ. მეორე დღესვე გურიისკენ მოსახლეობასთან შესახვერდა სულთანი კრიმ-გირეი დაიძრა, რომელსაც პრესის რამდენიმე წარმომადგენელიც თან ახლდა.
როგორც კი გურულებმა კრიმ-გირეის „სტუმრობის“ მიზეზი გაიგეს, მაშინვე დაიწყეს მრვალათასიანი შეკრებების ორგანიზება, მოთხოვნების ერთმანეთთან შეთანხმებისა და დეპუტატების არჩევის მიზნით.
გთავაზობთ ქვემოთ მითითებულ თხზულებიდან გურული სახალხო დეპუტატისა და კრიმ-გირეის საუბრის ფრაგმენტს:
„დეპუტატი: გვითხარით თქვენი აზრით რა ოდენობის შემოსავალი დააკმაყოფილებს შვიდ სულიან ოჯახს?
კრიმ-გირეი: ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია ცხოვრებაზე…
დეპუტატი: ჩვენ არ გეკითხებით კარგ, ან მაძღარ ცხოვრებაზე, არამედ ისეთზე ოჯახმა, რომ არ იშიმშილოს?
კრიმ-გირეი: მე ვფიქრობ 500 მანეთი საკმარისი უნდა იყოს.
დეპუტატი: ჩვენც ამას მოვითხოვთ, თუ კი 500 მანეთი საკმარისია ასე თუ ისე ოჯახის შესანახად, მაშინ იმათ ვისაც წლიური შემოსავალი 500 მანეთი აქვთ ყველანაირი გადასახადი უნდა განთავისუფლდნენ. ხოლო იმათ ვისი შემოსავალიც 500 მანეთზე მეტია მათ გადასახადები შემოსავლის მიხედვით უნდა დაუწესდეთ. ანუ ვისაც დიდი აქვს შემოსავალი, იმან იმ ოდენობითვე მეტი უნდა გადაიხადოს, რადგანაც ასე უფრო სამართლიანია. ახლა კი გადასახადს იხდის ის ვისაც მცირე შემოსავალი აქვს და ვინც დღითა და ღამით შრომობს. ხოლო ვისაც ჯიბე სავსე აქვს ის არც მუშაობს და გადასახადებსაც ძალიან მცირეს იხდის.“
–
მომზადებულია – “გურიის რევოლუციური მოძრაობის ნარკვევები”-ის მიხედვით, ავტორები: ვარლ. კალანდაძე. ვლ. მხეიძე – 1906 წელი; (Варл. Каландадзе. Вл. Мхеидзе, – „Очерки революционного движения в Гурии“ 1906 г.)
შალვა ძნელაძე – გურული დეპუტატების შეხვედრა კრიმ-გირეისთან
მოამზადა კახა ჩავლეიშვილმა.