უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 177 ბავშვია დაღუპული, 336-ზე მეტი კი დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 108, კიევის ოლქში – 93, ხარკოვის ოლქში – 76, ჩერნიგოვის ოლქში – 51, მიკოლაევის ოლქში – 40, ლუგანსკის ოლქში – 35, ზაპოროჟიეს ოლქში – 22, ხერსონის ოლქში – 29, დედაქალაქში – 16, სუმ-ის ოლქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15.
ყოველდღიური თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 938 სასწავლო დაწესებულება, მათგან 87 სრულად განადგურდა.
მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.