“გურულებს ეროვნული ღირსება და მოქალაქეობრივი სითამამე ახასიათებთ… გურულებს ყოველთვის გამორჩეული აზროვნება, გამოკვეთილი მეტყველება და მოქალაქეობრივი სითამამე ახასიათებთ, რაც შეწონილია ეროვნულ ღირსებასთან ერთად,“ — განაცხადა გურიის მოამბესთან საუბარში გოჩა ტყეშელაშვილმა. მისი თქმით, გურია არის რეგიონი, სადაც მოქალაქეები განსაკუთრებულად კარგად აცნობიერებენ თავიანთი ხმის ძალას და მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, ის მოუწოდებს ადგილობრივებს, არ დაიზარონ 26 ოქტომბერის არჩევნებში მონაწილეობა და აქტიურად ჩაერთონ ამ მნიშვნელოვან პროცესში.