სიონის საკათედრო ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღევლინება

სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც ავტოკეფალიის აღდგენის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა-ლოცვა აღევლინება, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებიან.

წირვა-ლოცვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share