უკრაინელმა სამხედროებმა ბერდიანსკის პორტში გემი „სარატოვი“ გაანადგურეს

აზოვის საოპერაციო ზონაში, რუსების მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკის პორტზე თავდასხმის დროს დიდი სადესანტო ხომალდი „სარატოვი“ განადგურდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, დაზიანდა დიდი სადესანტო ხომალდები “Caesar Kunikov” და “Novocherkassk”.

„მოწინააღმდეგის სხვა დანაკარგები ზუსტდება,“- აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბერდიანსკის პორტში უკრაინელმა სამხედროებმა ხომალდი „ორსკი“ გაანადგურეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share