“ქართული ოცნება” მორალურად, შინაგანად უკვე ემზადება ხელისუფლების გადმოსაბარებლად, რამდენად უნდათ, მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტი სახეზეა, – ამის შესახებ კოალცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, “ქართველი ხალხი 12 წელია, ამ ტყუილების მოსმენით დაიღალა და ეს ტყუილები წლიდან-წლამდე გრძელდება.“
”დღეს, ჩვენი კოალიცია და სხვა პროდასავლური ძალები, ჯამურად ამარცხებენ “ქართულ ოცნებას”. ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ამას შეეგუოს და, ვურჩევ, რომ თავი დაიცვას, რადგან, ვამბობ, რომ რუსები ნამდვილად განაწყენდებიან “ქართული ოცნების” დამარცხებით საქართველოში. ეს არის ფაქტი და ეს ასე მოხდება.
ქართველი ხალხი ამ ტყუილების მოსმენით დაიღალა, 12 წელია და ეს ტყუილები წლიდან-წლამდე გრძელდება. ხალხი მიხვდა, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ერთ რამეს ემსახურებიან – შეინარჩუნონ ძალაუფლება, ჩაიდონ ჯიბეში ხალხის შეგროვილი ბიუჯეტი. ესეთი მმართველობა უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა ხაზარაძემ.