“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ქუთაისში ჩამოთვალა, რა გაკეთდა ქალაქში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს და როგორ შეიცვალა სიტუაცია უარესობისკენ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში.
ფავლენიშვილის განცხადებით, ქუთაისი სიდიდით მეორე ქალაქი იყო და დღეს მეოთხეა, ხალხი მიდის იძულებით ემიგრაციაში.
ჩვენ აღვადგინეთ ბაგრატის ტაძარი, ჩვენ ავაშენეთ ქუთაისის აეროპორტი, მაგრამ მათ ქუთაისის მოსახლეობის დიდი ნაწილი გააქციეს. ჩვენ ავაშენეთ პარლამენტი და სამთავრობო შენობები, მათ კი ქუთაისი გააჩანაგეს. რაც ქუთაისში მოხდა, იგივე მოხდა მთელ საქართველოში, მაგრამ 26 ოქტომბრიდან ერთიანობით გავიმარჯვებთ! აღვადგენთ ქუთაისს, აღვადგენთ საქართველოს.
ახლა რაც შეეხება ქუთაისელებს, ქუთაისი ოდესღაც მოქალაქეთა რაოდენობით მეორე ადგილზე იყო, დღეს კი მეოთხე ადგილზეა. დღეს ქუთაისელების დიდი ნაწილი იძულებულია ემიგრაციაში წავიდეს. ამ ქალაქმა პოლიტიკური ფუნქცია დაკარგა, ხოლო ხელისუფლება არანაირ ყურადღებას არ უთმობს ქუთაისს, არც სტუმრებს. კობახიძე არც კი ჩამოდის ქუთაისში, ქალაქში, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. მე გპირდებით, ნაციონალური მოძრაობა გპირდებათ, რომ ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას, ქუთაისი დაიბრუნებს თავის სტატუსს და ფუნქციას.
ჩემი ბებია ქუთაისიდან იყო და ჩემთვის ეს ქალაქი განსაკუთრებულად საყვარელია. ეს ქალაქი იყო ხელოვანთა, მწერლების, ეკონომისტების და იურისტების სამჭედლო და ასეც გაგრძელდება. ქუთაისი გაიმარჯვებს, ქუთაისი არ მოიხდის ბოდიშს, ქუთაისი ფეხზე წამოდგება. ივანიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობა ქუთაისის ჩაიფუშება. გაუმარჯოს ქუთაისს, გაუმარჯოს იმერეთს, გაუმარჯოს საქართველოს!
ერთიანობით ვიმარჯვებთ და ვამარცხებთ ამ ბანდას, ამ კრიმინალების ბანდას, რომელმაც საქართველო გააღარიბა და დაღუპა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის აღმშენებლობის ტემპები აუცილებლად დაბრუნდება ამ ქალაქში თავისი შენების პერსპექტივით”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.