ნიკა გვარამიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა:
”არც ის [სალომე ზურაბიშვილი] უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, უფრო სწორად მან უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. უნდა გვესმოდეს ყველას, რომ როდესაც ქვეყანაში არსებობს 500 ათასი ადამიანი, ვინც მიიჩნევს და სამართლიანად მიიჩნევს, რომ მათთვის სახელმწიფოებრიობასთან ასოცირებული მთავარი პირი არის მძევალი, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება, მითუმეტეს ვერანაირი დეპოლარიზაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს როგორც პრეზიდენტს, ნუ გაჯიუტდება თავის შეცდომაში და გაათავისუფლეს მიხეილ სააკაშვილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის” – ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა .