მომავალ წელს, რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციულ ბიუროს დაფინანსება გაეზრდება. ამას 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
კერძოდ, 2025 წელს, ანტიკორუფციული ბიუროსთვის 11,5 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2024 წლის გეგმას 3 მლნ ლარით აჭარბებს.
საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სსიპ-ის ბიუჯეტის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული – ბიუროში ამჟამად 86 ადამიანია დასაქმებული, მომავალი წლიდან კი დაგეგმილია 35 თანამშრომლის დამატება და შესაბამისად, შრომის ანაზღაურებისთვის ჯამში 900 ათასი ლარით მეტი გამოიყოფა.
ასევე, მომავალ წელს, ბიუროს არაფინანსური აქტივების 1,76 მილიონი ლარით ზრდაა დაგეგმილი.