„ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს ვინარჩუნებთ ისევე, როგორც, მათ შორის, უკრაინა. ევროკავშირში გაზის 80% უკრაინის გავლით შედის და არა მარტო შედის, არამედ, უკან უბრუნდება რუსული გაზი უკრაინას რეიმპორტის სახით. ანუ, გაზის ნაწილში უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობები კვლავაც ჩვეულებრივად აქვს. ეს არის ომში უშუალოდ მყოფი ქვეყანა. ასეთ ვითარებაში, მით უმეტეს, გასაგებია, თუ რატომ ვინარჩუნებთ ჩვენ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. სადაც უკრაინა ამ ურთიერთობებს ინარჩუნებს, იქ ლოგიკურია, რომ ბუნებრივია, ჩვენი ინტერესები ჩვენც გვაქვს. აქედან გამომდინარე, სანქციებთან დაკავშირებით პოზიცია არის ნათელი. ამ ურთიერთობების არავითარ რაღაც განსაკუთრებულ გაფართოებაზე, ბუნებრივია, არ და ვერ იქნება საუბარი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს შევინარჩუნებთ, გამომდინარე იქიდან, რომ სანქციებს არ ვუერთდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.