ოზურგეთში ნაპოვნი კოლხური მონეტების განძი
.
რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების 1853 წლის ჩანაწერებში არის ცნობა იმის შესახებ, რომ ამავე წლის 23 ნოემბერს, განყოფილებაში შესულა #3297 გზავნილი, რომელიც შეიცავდა 121 უძველეს კოლხურ მონეტას. მონეტები ოზურგეთში ეპოვნა საბაჟო სამსახურის ერთერთი მოხელის ცოლს, რომელსაც მონეტები გეოგრაფიული განყოფილებისათვის გაეგზავნა ჯილდოს მიღების იმედით.
.
განყოფილების საბჭოს დადაგენილებით მონეტები უკან გადაეგავნა მპოვნელს, რისი მიზეზიც ის ყოფილა, რომ კავკასიის განყოფილებას არ ჰქონია მონეტების შესანახი სათავსო (მინცკაბინეტი).
.
Записки Кавкаскаго отдѣла императорскаго Русскаго географическаго общества. Книжка II 1853 г.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა