1771 წელს მამია გურიელსა IV და სოლომონ I-ს შორის დადებული ხელშეკრულება

1771 წელს მამია გურიელსა IV და სოლომონ I-ს შორის დადებული ხელშეკრულება
.
ქ. თავად დაუსაბამოსა ღთსა და ქთა სათნოთა ღთსათა თავდებობითა ესე უხერხო, უტყუელი, შეუცვალებელი წიგნი ფიცი და საფიცარი მოგართვით თქვენ, ჩვენს კელმწიფეს, ბატონს მეფეს სოლომონს ჩვენ გურიელმან მამიამ და შემოქმედელ მიტროპოლიტმან ნიკოლოოზ, ერისთავმან დავით, თავდგირიძემ მამუკამ, მაჭუტაძემ იოანემ, ნაკაშიძემ გიორგიმ, თანდარუხ საყვარელმა, გუგუნავამ, ჩითან შალიკაშვილმა, როსტომ და კიდევ როსტომ, და ერთობით ჟორდანიამ, და ჭყონიამ ერთობით, ჯაყელმა ზაალ, და ერთობით ლეხეურლებმა, ერთობით ასკანელებმა, ერთობით ჩახათლებმა, და ერთობით გურულებმა, – ასე და ამა პირსა ზედა, რომე დიდებულის ქდ მოწყალის ხელმწიფის ჯარზედ უსჯულონნი აგარიანნი საბრძოლად წამოვიდნენ, თქვენც ჩვენ ქვეყანაშიდ აგარიანთ საომრათ ჯარითა მობრძანდით და ჩვენი ქვეყანა დიაღ უთავდარიგოთ ნახეთ, ამაზედ გაგვიწუერით და დაგვიმძევლეთ, და ყველანი დიდებულის ქდ მოწყალის ხელმწიფის ერთგულებაზედ შეგვიფიცეთ: ასე პირობა მოგვირთმევია: თუ წმინდის გულით თქვენი ერთგული არ ვიქნეთ, უსჯულოს მტერზედაც რაც შეგვეძლოს არ ვემტეროთ, თუ ვერ შევიძლოთ, თქვენ არ მოგახსენოთ, ყდ მოწყალის კელმწიფის და მისის ჯარის რაც შეგვეძლოს არ ვქნათ, – შეჩვენებული ვის ყოთ წმიდის სამებისაგან, შვიდის კრებისაგან, ოთხის პატრიარხისაგან და თორამეტთ მოციქულთაგან, ჯერ ყდ მოწყალის კელმწიფის ღალატად მან ხელმწიფემ მოგვკითხოს და მერმეთ თქვენად სიკვდილად თქვენის რისხვით გაგვიკითხეთ.
.
გურიელი მამია, და ათამდინ ჯვარი უზის.
.
Д. VII. 1771 г. Договоръ, заключенный владѣтельнымъкн. Гурій Маміей и его подданными съ царемъ Соломономъ. Пер. т. І.№ 125
.
Грамоты и другіе историческіе документы, относящіеся до Грузіи. Томъ ІІ. Выпускъ І. Томъ ІІ. Выпускъ І. Грузинскіе тексты съ 1768 по 1801 годъ. Подъ редакціей А. А. Цагарели
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share