გურიელთა საგვარეულო და მათი ადრეული წარმომადგენლები ჯუმათის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობაში

გურიელთა საგვარეულო და მათი ადრეული წარმომადგენლები ჯუმათის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობაში
.
„სუიმონ გურიელის მოღვაწეობის პერიოდთან მიმართებით მკვლევარი არახამია განიხილავს რა ს. კაკაბაძისა და პ. ინგო როყვას მოსაზრებებს, ემხრობა კაკაბაძის XIV ს-ის 40-50-იანი წლებით და თარიღებას, თუმცა იზიარებს პ. ინგოროყვას შეხედულებას, რომ ზარზმის სუიმონ გურიელი ვარდანისძეთა საგვარეულოდან იყო და ის ბეშქენ ვარდანისძის შემდგომი პერი ოდის გურიის ერისთავი უნდა ყოფილიყო (არახამია, 2003, 57). თუმცა, ვფიქრობთ, ერთი რამ განსაკუთრებით საგულისხმოა. ზარზმის თანმდევ წარწერაში სუიმონ გურიელი თავს გურიელობასან ერთად, მსახურთუხუცესად და სვანთ ერისთავადაც ასახელებს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ბერად აღკვეცამდე ის ჯერ ერისთავთერისთავი, მსახურთუხუცესი და სვანეთის ერისთავი იყო და შემდეგ გახდა გურიელი.
.
თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ჯუმათის წმ. გიორგის ხატის წარწერაში ბეშქენი მხოლოდ გურიელია, შესაძლოა დავუშვათ, რომ სუიმონი უნდა ყოფილიყო სვანეთის ერისთავი ის პირველი ვარდანისძე, რომელსაც სამეფო ხელისუფლებამ გურიის ერისთავობა უბოძა. ჩანს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ბერად აღიკვეცა და საერო ცხოვრებას ჩამოს ცილდა. ცხადია, ამის შემდეგ გურიელობა მის მემკვიდრეზე გადავიდოდა. არის თუ არა დანამდვილებით ჯუმათის მონასტრის ბერი ქტიტორი ზარზმაში გამოსახული „ერისთავთ ერისთავი, მსახურთუხუცესი, სუანთ ერისთავი სუიმონ გურიელი“, ხოლო მონაზონი თეკლა მისი ყოფილი თანამეცხედრე, გადაჭრით თქმა ძნელია, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ჯუმათის ეკლესიის ბერ-მონაზონი წყვილის უცნაური კომპოზიცია აშკარად ვარდანისძე-გურიელთა საგვარეულოს საპატიო წევრებს წარმოგვიდგენს და შემონაზვნებულ პირთა ერთად გამოსახვის ინიციატორი მათი ის შვილი შეიძლება ყოფილიყო, რომელიც მოხატულობის მთავარი ქტიტორი და სახელოვანი წინაპრის, ვარდანისძე ვარდან “დიდის” მემორიალური პორტრეტით ვარდანისძეთა წარჩინებული გვარის წარმდგენი იყო გურიაში. ეს პირი კი სავსებით შესაძლებელია ბეშქენ გურიელი ყოფილიყო.“
.
ამონარიდი და ფრესკები ნაშრომიდან – “გურიელთა საგვარეულო და მათი ადრეული წარმომადგენლები ჯუმათის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობაში” – ჩიხლაძე ნინო (საქართველო და კავკასია წარსული, აწმყო, მომავალი; I საერთაშორისო კონფერენცია; 2023 წელი)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share