ივანიშვილმა ანწუხელიძის მკვლელებს ბოდიში მოუხადა – ეს ყველაფერი შეურაცხმყოფელია – ელისაშვილი

ივანიშვილმა ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და ოთხოზორიას მკვლელებს ბოდიში მოუხადა” – ამის შესახებ განცხადება კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “პოლიტიკური ამბების” ეთერში გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, გორში, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის მიერ “ოსი და-ძმებისთვის” ბოდიშის მოხდის დაანონსება, როგორც ჯარისკაცებისთვის, ასევე პოლიციელებისთვისა და მმართველი პარტიის თითოეული წევრისთვის შეურაცხმყოფელია.

”ყველაზე მეტად იქ მოცურდნენ, როდესაც გამოვიდა და ბოდიში მოიხადა. უნდა ნახო პოლიციელების რეაქცია როგორია, როგორი შეურაცხყოფილები არიან. ანწუხელიძის მწვალებლებს, ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მკვლელებს ბოდიში მოუხადა. შეურაცხყოფილია ყველა პოლიციელი და ჯარისკაცი. თავადაც შეურაცხყოფილები არიან, უბრალოდ ვერავინ ვერ უბედავს იმის თქმა, რომ ეს რა საზიზღრობა თქვი. გენო პეტრიაშვილი რომ დარბის აქეთ-იქით, რომელიც რუსებმა გაიტაცეს, მით უფრო შეურაცხყოფილია”, – ამბობს ელისაშვილი. 

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, პარტიულ ყრილობაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა.

გამოვნახავთ ძალას ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ ენმ-მა ალში გახვია ოსი დები-ძმები“- თქვა მმართველი პარტიის სიის პირველმა ნომერმა აგვისტოს ომზე საუბრისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share