კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას” დამარცხებას უანონსებს – როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, მმართველი პარტია “წაგებას ასხივებს“, ხოლო “ბიძინა ივანიშვილს თავპირი ჩამოსტირის და შიშისგან ზეთი გასდის“.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, რადგან ოპოზიციური სპექტრი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
”ვისი უნდა შეგეშინდეს? ბიძინა ივანიშვილის თავპირი რომ ჩამოსტირის?! ივანიშვილს ახლა თავპირი ჩამოსტირის, რადგან იცის, რომ აგებს, გრძნობს, რომ აგებს. რა უკადრებელს კადრულობენ ბოლო პერიოდში ხომ ხედავთ? 60% და საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ გარანტირებული ჰქონდეთ, ასეთ რამეს იკადრებდნენ? ეს ფსკერია, უღირსობა. მთავარი არსი არის ის, რომ აგებენ არჩევნებს. შეხედეთ ბიძინა ივანიშვილის სახეს და რომ ხედავენ, რომ შიშისგან ზეთი გასდის და აღარ იცის რა ქნას, ათასი სისულელე გააკეთა”, – ამბობს ელეკო ელისაშვილი.