კალაძე ენმ-ზე: იქნებით ნოლები და იქნებით ფარჩაკები

”ეს არის უდიდესი ტყუილი და წარმოუდგენელი ბრალდება იყო, რომელიც იქნა გაჟღერებული მელიას მხრიდან, სამარცხვინო. მერე გამოდიან, დაჯდებიან რაღაც ისეთი სახეებით და “ჩვენ ნოლები ვართ”, – იძახიან, “ნოლები ვართ ჩვენ”. რა თქმა უნდა, იქნებით ნოლები და იქნებით ფარჩაკები. ფარჩაკებს ვიყენებ, აი, ეს არის სრული შესაბამისი სიტყვა ამ პოლიტიკური პარტიისთვის, პოლიტიკური პარტია კიდევ ზედმეტი ნათქვამია, ეს არის კონკრეტული ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს ანტისახელმწიფოებრივს, არის ბოროტი ძალა, რომელიც დაფუძნებულია სიძულვილზე, ურთიერთდაპირისპირებაზე, ადამიანების შეურაცხყოფაზე თავიანთი მედიით, ყველაფერს აკეთებენ, ყველაფერს კადრულობენ” – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share