ცხადია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის წევრი – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი დანიუს ჟალიმასი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

როგორც ჟალიმასმა აღნიშნა, მისი ვიზიტის მიზანი საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაა, სწორედ მაშინ, როდესაც ევროპული არჩევანი და დემოკრატია საფრთხის ქვეშაა.

მისი თქმით, ცხადია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ამ ვითარებაში.

“ევროკავშირი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი ბორდერიზაციას აგრძელებს და ადამიანურ ტრაგედიას იწვევს ოკუპაციის გამო.

ჩემი ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მაშინ, როდესაც ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის.

ის რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ამ ვითარებაში, ეს ცხადია. შესაბამისად მე ვარ აქ იმიტომ, რომ მე ვარ საქართველოს მხარდამჭერი იქამდე სანამ რუსეთი აგრძელებს იმას, რაც საოკუპაციო ხაზთან ყველაზე ნათლად ჩანს. ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპულ გზაზე სვლა,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share