“ქართული ოცნების” ხელისუფლებას უკვე ორი წელია ყოფილი საბჭოთა უშიშროების არქივი დახურული აქვს. ყოფილი ე.წ. კაგებეს და ყოფილი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივები 2023 წლის შემდეგ ჩაკეტილია. თვეებია სუკის საცავების გახსნას მკვლევარები ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრორუსულ მთავრობას არ უნდა, საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იდგა საბჭოთა რეპრესიების უკან, ვინ ხვრეტდა ადამიანებს სამშობლოს დაცვის გამო და ვინ ანგრევდა მეოცე საუკუნის საქართველოს.
არქივებზე დაწესებული შეზღუდვებისს ამბავი ქვეყნის ფარგლებს გასცდა. ამის შესახებ ჩანაწერი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც კი გაჩნდა. დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ ადგილი აქვს ისტორიით მანიპულირების მცდელლობას და საბჭოთა ისტორიის გადაწერას.
საქართველოს საბჭოური წარსულის მასობრივი დანაშაულებების გადამალვა ისტორიკოსებისთვის პირდაპირი გზავნილია, რომ “ოცნებას” საკუთარი თავის ლუსტრაციის ეშინია. მათი თქმით, არქივი, სადაც ინახება როგორი სისატიკით დევნიდა რეჟიმი განსხვავებული აზროვნების ადამიანებს და უწყობდა მათ სასტიკ რეპრესიებს, სავარაუდოდ, ყველაზე კარგად წარმოაჩენს მსგავსებებს ამ ორ რეჟიმს შორის..
“ოცნება” ამტკიცებს, რომ შეზღუდევბი მონაცემთა დაცვის ევროკავშირის რეგულაციაზე დაყრდნობით შემუშავდა, თუმცა რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რომ ეს ცრუ აპელირებაა.
ევროპარლამენტი წუხილს გამოთქვამს სტალინის კულტის აღმასვლისა და საქართველოში საბჭოთა ნოსტალგიის ზრდის გამოც, რასაც პირდაპირ აცხადებს, რომ მხარს მმართველი გუნდი უჭერს.