როგორც გრთველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედის კვირა” განაცხადა, ამ ბანერებზე გამოხატულია უკრაინაში ომის უმძიმესი რეალობა და ის, რომ ჩვენ არ გვინდა ჩვენი ქვეყანა ამ რეალობაში აღმოჩნდეს და ამ საომარი დღის წესრიგის ნაწილი გახდეს.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, აღმშენებლობა, ის ინფრასტრუქტურული პროექტები და ის კეთილდღეობა, რომელიც ბანერის მეორე მხარესაა ნაჩვენები.
მათი მცდელობა, რომ უკრაინის ტრაგედიაზე რაღაც კუთხით მანიპულაცია განეხორციელებინათ და ადამიანების ემოციაზე ემოქმედათ, არასწორია”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.