მმართველ პარტიას იმპიჩმენტით პრეზიდენტის დასჯა სურს, თუმცა კობახიძის ოცნებები ოცნებებად დარჩება – ბესელია

“ქართული ოცნების” მიერ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის ხელმეორედ წამოწყების ფონზე, პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი, ეკა ბესელია ფიქრობს, რომ ამ ქმედებით მმართველ პარტიას სალომე ზურაბიშვილის დასჯა სურს.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, ივანიშვილის ხელისუფლება იმპიჩმენტს სისრულეში ვერ მოიყვანს და “ირაკლი კობახიძის ოცნებები კვლავ ოცნებებად დარჩება“.

ამასთან, ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკური ძალა მოვა, რომელიც იმპიჩმენტის ბერკეტს კონსტიტუციის რეალურად დამრღვევი პირების წინააღმდეგ გამოიყენებს.

”საარჩევნო პროცესი არ მიდის თანაბარ პირობებში და ძალიან დიდი ფინანსური უპირატესობა აქვს მმართველ პარტიას, მაგრამ მორალური უპირატესობა დიდი ხანია დაკარგა. იმპიჩმენტის მუქარა ამაზე მეტყველებს, როდესაც დაუძლურდები, დასუსტდები, გამოიფიტები და უშინაარსო ხდები, როგორიც დღეს არის მმართველი პარტია, როგორც გამოიყურება კობახიძე. ასეთი დაუძლურებულები, რომ არიან ამიტომ იმპიჩმენტის მეტი არაფერი აღარ ახსოვთ, რა თქმა უნდა, ვერ მოიყვანს სისრულეში. როგორი პარლამენტი გვინდა, რომ აირჩიოს ქვეყანამ, რომელიც ესეთ პრემიერ-მინისტრს მოუწყობს იმპიჩმენტს. იმპიჩმენტს მოუწყობს ნებისმიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს, რომელიც კანონს გადააბიჯებს”, – ამბობს ეკა ბესელია.

“ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტს იწყებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. 

ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს ეხება, საიდანაც ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მმართველ გუნდს პოლიტიკური დასარული დაუანონსა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share