ტელეწამყვანი დავით გორგილაძე “ქართულ ოცნებას” ვა-ბანკზე წასვლაში ადანაშაულებს და “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ინტერესები ქართველი ხალხის საჭიროებებთან აცდენილია.
დავით გორგილაძე “ქართულ ოცნებასა” და ავტოკრატიულ მმართველობას შორის, ფაქტობრივად, ტოლობის ნიშანს სვამს და აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მმართველი პარტია იძულებული გახდა, რომ წლების განმავლობაში შენიღბული ქცევები სააშკარაოზე გამოეტანა.
”ამ ქვეყნის ბედი ყველას ძალიან გვადარდეს. “ქართულმა ოცნებამ” თავიანთი ქცევით, პრინციპში ეგ ქცევა ყოველთვის ეგეთი იყო, უბრალოდ კარგად ინიღბებოდა წლების განმავლობაში, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იძულებულები გახდნენ, რომ ე.წ. ვა-ბანკზე წასულიყვნენ და ყველაფერი გაემჟღავნებინათ, რომ მათი ინტერესი არ არის ევროკავშირში შეყვანა, რადგან ევროპაში სხვა პასუხისმგებლობები არსებობს და იქ ავტოკრატიული რეჟიმები ვერ არსებობენ” – ამბობს დავით გორგილაძე.