არჩევნების წინ გენერალური რეპეტიციაა – ეკა ნიჟარაძე ევროპულ მარშს უერთდება

მსახიობი ეკა ნიჟარაძე 20 ოქტომბერს დაგეგმილ ევროპულ მარშს უერთდება. ამის შესახებ მან “ტვ პირველს” განუცხადა.

არტისტი ამბობს, რომ ხალხი მზად არის, ქვეყნის მომავალი დაიცვას და საქართველო ოვროპულ გზაზე დააბრუნოს.

მეტიც, ნიჟარაძე დაგეგმილ მარშს წინასაარჩევნო გენერალურ რეპეტიციას უწოდებს:

თბილისი არის ევროპის დედაქალაქი ზუსტად ისევე, როგორც ეს აპრილ-მაისის დღეებში იყო. ჩვენ ვართ ბევრნი, ჩვენ არაფრის გვეშინია, დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ჩვენს ქვეყანას და დავაბრუნებთ მას ისევ ევროპულ გზაზე.

ეს არის არჩევნების წინა გენერალური რეპეტიცია”- თქვა მან. 

ცნობილია ასევე, რომ მსახიობი 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლად  დარეგისტრირდა.

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს!” – ფართომასშტაბიან მსვლელობამდე 5 დღე რჩება. მარშის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მსვლელობის მონაწილეები ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან, დანიშნულების წერტილი კი თავისუფლების მოედანია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share