საქართველოს პრეზიდენტმა ივანიშვილის პარტიას პრორუსული ძალა ამჯერად Financial Times-თან ინტერვიუში უწოდა.
„ქართული ოცნება“ აწარმოებს კამპანიას, რომელიც ეფუძნება პროპაგანდას, პოლარიზაციას და ხალხის დაშინებას – ისევე, როგორც ეს ხდება რუსეთში – განაცხადა გავლენიან გამოცემასთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ივანიშვილის პარტიის 12 წლიანი ხელისუფლებაში ყოფნა „ერთპარტიულ მმართველობად“ შეფასა და თქვა, რომ “ისინი ქვეყნის ყველა ინსტიტუტს აკონტროლებენ“.
არჩევნების გაყალბების მცდელობა უკვე დაწყებულია – ამბობს ზურაბიშვილი თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ “ოცნება” არჩევნებს ვერ მოიპრავს, რადგან, პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი ივანიშვილის პარტია აღარ არის.
2012 წლიდან ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ აწარმოებდა კამპანიას, რომელიც ეფუძნებოდა პროპაგანდას, პოლარიზაციას და შიშის ტაქტიკას – ისევე, როგორც რუსეთში.
ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც რუსეთში მოიპოვა ქონება, „ქართული ოცნება“ ახორციელებს ზეწოლას სახელმწიფო თანამშრომლებზე, რათა ხმა მისცენ მას, თავს ესხმის ოპოზიციის აქტივისტებს, ემუქრება ჟურნალისტებს და ართულებს უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ხმის მიცემას
ქართული ოცნება “ტრადიციული გზით” გამარჯვებას არ ცდილობდა. ასე რომ, არჩევნებში [ქართული ოცნების] გამარჯვების საშუალება არის არჩევნების გაყალბება, რაც დაწყებულია.
მაღალი აქტივობა ხელს შეუწყობს ქართული ოცნების სრულ დამარცხებას. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანია მობილიზაცია, რადგან ერთადერთი სცენარი, როდესაც მათ შეუძლიათ არჩევნების მოპარვის მცდელობა, არის თუ ხალხი არ მობილიზდება.