ათონელის რეზიდენციაში პოლიტოლოგ გია ხუხაშვილსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის აუდიენცია დასრულდა – შეხვედრიდან გამოსულმა გია ხუხაშვილმა მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც სალომე ზურაბიშვილთან განიხილა.
გია ხუხაშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ პრემიერობის კანდიდატი თავად სალომე ზურაბიშვილი იქნება, თუმცა პოლიტოლოგი აქვე განმარტავს, რომ საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია.
ამასთან, გია ხუხაშვილის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური მთავრობის შესახებ დამატებით დეტალებს საზოგადოება არჩევნებამდე გაიგებს, მეტად პატივსაცემი იქნება.
”პრეზიდენტს აქვს თავისი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. გუნდის ფორმირება მოხდეს, რომელიც “ქარტიით” განსაზღვრულ ამოცანებს შეასრულებს და ამომრჩევლის პატივისცემა იქნებოდა, რომ ამ გუნდის შესახებ მეტი ინფორმაცია ყოფილიყო ცნობილი. კარგი იქნებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო თავად პრემიერობის კანდიდატი. ეს შეკრავდა სიტუაციას. რას ამბობს ამაზე და მას აქვს თავისი მოსაზრებები, მისთვის ეს მძიმე ტვირთია. თავად ეს პროცესია მძიმე ტვირთი და აქედან გამომდინარე, მისი გადასაწყვეტია. მე ვეუბნები ჩემს მოსაზრებას, დანარჩენი მისის საფიქრალია”, – ამბობს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი გია ხუხაშვილს უკვე მეორედ შეხვდა. ამასთან, ქვეყნის პრეზიდენტი კონსულტაციებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთანაც აწარმოებს.