ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპული ბავშვების შესახებ წერს.
“176 ბავშვი. 176 ბავშვი დაიღუპა ამ ომში.
თითო ბავშვის ბოლო ამოსუნთქვა
არის ჰაერი,რომელსაც ვსუნთქავთ და არაფერი შეგვიძლია.
თითო ბავშვის დახუჭული თვალი, არის ღამე, რომელშიც ჩავრჩით და ერთმანეთს ამაოდ ვეძებთ.
თითო ბავშვის სისხლი არის უსამართლო სისხლის სამართალი, რომლითაც ის დასაჯეს”, – წერს მწერალი.