უკრაინაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
„9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა“,- წერს ოქრუაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაღუპული 3 ქართველი მებრძოლი – დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება.