”რუსეთის აგრესიული და კაცთმოძულე პოლიტიკით დაბრმავებულებს, ისევ ევროპული ,,გარყვნილება” აწერიათ ბაგეზე და ჩუმდებიან იმ ათი წლის ბავშვების წინაშე, რუსი ჯარისკაცები რომ აუპატიურებენ…
უკრაინელ პატარა გოგონას ათი რუსი ჯარისკაცი აუპატიურებდა, მაგრამ რუსოფილების აღშფოთება ვერ შევამჩნიე, ისევ უკრაინის ბრალია, რატომ არ დანებდა რუსეთსო…
ჯერ აუპატიურებდნენ, მერე კბილებს აძრობდნენ, მერე სასტიკად აწამებდნენ და ბოლოს კლავდნენ…
ამის ჩამდენი ჯარისკაცი არც ერთი ყოფილა ევროპელი, ყველა ჭიქა არაყზე გაყიდული რუსი იყო.
რუსეთი რომ ყველაზე გარყვნილია, ჯანსაღად მოაზროვნემ ყველამ დაინახა, მაგრამ ვინც ამას არ იმჩნევს, ის კიდევ უფრო გარყვნილია…
არაფერ შუაშია ევროპა, ამერიკა… არ მაინტერესებს არც ერთი მხარე და არც მათი პოლიტიკა, პატარებზე ვსაუბრობ, იმ დახოცილ პატარებზე, რომლის უკან ,,წმინდა რუსეთი” დგას და კიდევ იმ პატარებზე, ვინც ფიზიკურად გადაურჩა, მაგრამ ფსიქიკურად ისე დაზიანდა, არავინ იცის, რას მოიმოქმედებენ მომავალში.
ძალიან გაბრაზებული ვარ, დასტრესილი და განადგურებული… კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ საბჭოთა სისტემის გადმონაშთები გამოირეცხოთ ტვინიდან და სწორად შეაფასოთ მოვლენები.
დღეს შუაშისტობა იგივე რუსოფილობაა…
დღეს ყველამ უნდა დაგმოს ბავშვების მკვლელი ,,მართლმადიდებელი” რუსეთი…
აღარ არის ძველი დრო, ის სულს ღაფავს და ამ სისასტიკეს ყველამ თავისი წილი წერტილი დაუსვას!..” – წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.