რუსი ჯარისკაცები უკრაინაში მძევლად აყვანილი და მოკლული უკრაინელების სახლებს ქურდავენ.
ეკო მაღრაძის რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ ნაძარცვ ნივთებს რუს ოკუპანტები ცოლებს და დედებს ფოსტით უგზავნიან. მეტიც ფრონტის ხაზიდან ჯარისკაცები ცოლებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მათთვის დიდი ტელევიზორები მიაქვთ.
საქურდლად ჩასულმა რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელების ბინებიდან მოიპარეს ხალიჩები. რუსი მოროდიორები იპარავენ ყველაფერს. ქალის საცვლებით დაწყებული ფეხსაცმელით დამთავრებული.
ოკუპანტები აყაჩაღებენ სუპერმარკეტებს, დახლებიდან მოპარული ნივთები პირდაპირ ტანკებისკენ მიაქვთ. მეტიც, რუსმა ჯარისკაცებმა ბინებში ელექტრო ჩამრთველები დახსნეს. მოიპარეს დენის ავტომატები, რომელთა ფასი ათი თხუთმეტი ლარია. იპარავენ საოფისე ტექნიკას.
ბელორუსის ტერიტორია შავ ბაზრად იქცა. კიევის ოლქიდან გაყვანილი რუსი ჯარისკაცები პუტინს აღმოსავლეთ უკრინაში მიჰყავს. ვიდრე ფრონტის ახალ ხაზზე აღმოჩნდებიან, სოციალურ ქასელში ცდილობენ სწრაფად გაყიდონ ნაძარცვი ნივთები.