გერმანულმა გაზეთმა Bild უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის ინტერნეტში გავრცელებული ფოტოკოლაჟი უჩვენა – ერთი ფოტო ომის დაწყებამდეა გადაღებული, მეორე კი მაშინ, როდესაც ზელენსკი ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდა და საკუთარი თვალით ნახა ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლული მშვიდოებიანი მოსალხეობის ცხედრები.
“ეს ორი სხვადასხვა ადამიანია. ეს [ცვლილება] ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვისაა. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ისევ იმ ადამიანს დავემსგავსები, ვინც ომამდე ვიყავი”, – ამბობს ზელენსკი.
ამავე ინტერვიუში, ჟურნალისტმა მას მიმართა კითხვით – რას ხედავს, როდესაც ღამით თვალებს ხუჭავს?
“არაფერს არ ვხედავ. ძალიან მიჭირს დაძინება. არ მახსოვს, ბოლოს წესიერად როდის მეძინა”, – უპასუხა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.