შეიარაღებული პირები ისნის ნომერ მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ზუსტად იმ დროს გამოჩნდნენ, როცა ადგილზე ვითარება დაძაბული იყო და ოპოზიცია სხდომის სამჯერ გადადების მიზეზებს არკვევდა.
ვიდეო კადრებში, რომელიც ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გადაიღო, ჩანს როგორ გადაადგილდებიან ტერიტორიაზე ცივი იარაღით შეიარაღებული პირები. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ხალხი, საოლქო საარჩევნო კომისიასთან “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის დასაშინებლად მიაგზავნა.
დღეს ისნის მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა ორჯერ გადაიდო, მას შემდეგ რაც ოპოზიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისია, პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა, შეხვედრა 3 საათზე ჩანიშნეს, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კომისია სპეცსიებს ვერ ამტკიცებს, რაც აჩენს ეჭვის, რომ არჩევნებამდე 10 დღით ადრე, მიდის საარჩევნო სიებით მანიპულაცია.
არჩევნებამდე ზუსტად 10 დღეა დარჩენილი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ გამოუქვეყნებია ამომრჩეველთა საბოლოო სია. ცესკოს ვერ გვერდზე სია ბოლოს 12 სექტემბერს განახლდა. აქ არ არის ასახული ის საბოლოო მონაცემები, რომელიც მოქალაქეების მიერ რვა ოქტომბრამდე რეგისტრაციის მისამართის შეცვლას ეხება.