” ოზურგეთის მერის არჩევნების წინ, როცა “ოცნების” კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე იყო, აქ სპეციალურად მოვიწვიეთ. იმისთვის, რომ ბავშვებს, ახალგაზრდებს და მთელს მოსახლეობას შეხვედროდა-არჩილ თალაკვაძე, მისი ძმა, დაგვპირდა, რომ აქ, ბახვის საფეხბურთო სტადიონზე იქნებოდა გასახდელები, საბანაო აუზი, ტრიბუნები…. ბახვის სოფელი ყოველთვის შეჩვეული იყო გამარჯვებებს ფეხბურთში. დღეს კი დანაპირების შესრულება კი არა, მას შემდეგ არავინ არ გამოჩენილა. ხედავთ თქვენ რა მდგომარეობაა სტადიონზე – ბალახები, ძროხების და ღორების ფერმა ….
ახლაც თუ მაგათ მივცემთ ხმას, იგივე დაპირება იქნება… რა უბედურებაა, როდემდე უნდა იყოს ეს ახალგაზრდობა ასე, აღარც ფეხბურთი, აღარც არაფერი – მითუმეტეს ფეხბურთით შევედით ახლა ევროკავშირში.. და რა ქნას ამ ახალგაზრდობამ. აღარც ბურთი ითამაშონ!?.. . რა მდგომარეობაა ბოლოს და ბოლოს ამ სოფელში.?!… ”
აცხადებს “გურიის მოამბესთან” საუბარში, ამ სოფლის მკვიდრი, ნინო ჯიშკარიანი