გურიის მოამბე

დღეს, ფოლკლორის ცენტრში კულტურის დამსახურებული მოღვაწის, ტრისტან სიხარულიძის სახელობითი ვარსკვლავის გაიხსნა

დღეს, ფოლკლორის ცენტრში კულტურის დამსახურებული მოღვაწის, ლოტბარის, ქართული ხალხური (გურული) სიმღერის გამორჩეული შემსრულებლის, ღირსების ორდენის კავალერის, ხელოვნების ქურუმის – ტრისტან სიხარულიძის სახელობითი ვარსკვლავის გაიხსნა.
ვარსკვლავის საზეიმო გახსნამდე, მოეწყო ლოტბარის მოღვაწეობის შესახებ ვიდეოპრეზენტაციის ჩვენება და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები.
ღონისძიება ოზურგეთის მერიის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის და კულტურის და მოსწავლე – ახალგაზრდობის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
ვარსკვლავის გახსნას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share