ახლანდელი მმართველები, ცოტა ხანი რომ აცალო, მობილიზაციას გამოგიცხადებენ და უკრაინელების წინააღმდეგ გაგიშვებენ, — ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილი “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა რუსეთის მიერ არის შანტაჟირებული.
„საქართველოს მართავენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ დამოუკიდებელი ქვეყნის აბიცია, ისინი არიან რუსეთის მიერ შანტაჟირებული და მართულები, როდესაც რაიმე პრობლემა მოხდება, როცა რუსეთის მმართველობა შეირყევა, აი ამ მომენტში საქართველომ პრინციპული ნაბიჯი უნდა გადადგას და ახლანდელი მმართველები, ცოტა ხანი რომ აცალო, მობილიზაციას გამოგიცხადებენ და უკრაინელების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მხარდასაჭერად გაგიშვებენ,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.