ოჯახური ძალადობა – ოზურგეთელი პედაგოგი საზოგადოებისაგან მხარდაჭერას ითხოვს

ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გურიანთის საჯარო სკოლის პედაგოგი, ნანა მეხუზლა აცხადებს, რომ მას და მის არასრულწლოვან შვილებს, თავისი ოჯახის წევრები, რომელბსაც მიზი მეურლის ძმა ხელმძღვანელობს, ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებიან და საზოგადოებისაგან მხარდაჭერას ითხოვს.

ნანამეხუზლამ დახმარებისათვის პოლიციას, პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, თუმ,ცა. თვლის, რომ მიუხედავად გატარებული ღონისძიებისა საფრთხე, რომელიც მასსა და მის შვილებს ემუქრებათ ისევ რეალურია.

გთავაზობთ განცხადებას, რომლითაც პედაგოგმა საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა, სადაც ის დეტალურად აღწერს იმ ქმედებებს, რომელიც, მისივე განცხადებით, მისი ყოფილი მეუღლის ოჯახმა მისი და მისი არასრულწლოვანი შვილების წინააღმდეგ ჩაიდინა.

აღსანიშნავია, რომ ნანა მეხუზლა 24 წელია იყო ქორწინებაში, მას ყავს ორი არასრულწლოვანი შვილი.

ყოფილი მეუღლის ოჯახმა, მას ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დაატოვებინეს ოჯახი, რის გამოც, პედაგოგს, ფაქტიურად ღია ცის ქვეშ ცხოვრება ემუქრება.

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოგახსენებთ, რომ 2022 წლის 8 იანვარს ჩემზე მეუღლის ძმის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, რომელიც გაგრძელდა და მიზეზი გახდა ჩემს მიერ 13 იანვარს პოლიციაში განცხადების შეტანის.

მინდა ავღნიშნო, რომ სისხლის სამართლის საქმე ამ პიროვნების მიმართ აღძრულია და როგორც ვიცი არის უკვე ბრალდებულიც.

ის ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ და იქედან იძლევა კორექტირებას როგორ  განხორციელდეს ძალადობა ჩემსა და ჩემს შვილებზე.

შურისძიების მიზნით დედას აიძულა ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ჰყავს მემკვიდრეები და ფიზიკურად მე და ჩემი ორი არასრულწლოვანი შვილი 24 წელზე მეტია ვცხოვრობთ ამ სახლში, ვარ კანონიერ ქორწინებაში და მიმიძღვის დიდი წვლილი და დიდი ფინანსური ხარჯი ამ სახლის ფიზიკურად წესრიგის  მოყვანაში – ეჩუქებინა ჩემს დედამთილს თავისი დისთვის. დედამთილის და პერიოდულად შემოიჭრება და ყველანაირი გზით და მეთოდით ცდილობს ჩვენი სახლიდან გასახლებას.

ბავშვები  განიცდიან მძიმე ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რაც ბუნებრივია მძიმედ აისახება ჩემს ფსიქიკურ მდგომარეობაზეც, პოლიციის დახმარებით ჩვენ დღმდე ვახერხებთ სახლში ცხოვრებას გამოსახლების გარეშე, მაგრამ 7 აპრილს დაფიქსირდა ისევ სისხლის სამართლის დანაშაული ჩემს უმცროს არასრულწლოვან შვილზე, ფსიქოლოგიური ზეწოლით.

აგრეთვე მე ვფიქრობ განხორციელდა არამარტო ფსიქოლოგიური ზეწოლა ბავშვზე,  არამედ ჩემზეც და ჩემს მეორე შვილზეც.

დეტალურად აღგიწერთ 7 აპრილის მოვლენებს, ჩემი უმცროსი შვილი გარეთ მოტყვილებით გამოიტყუა ბებიამ და მამამ, ჩაკეტეს სახლში შესასვლელი ყველა კარი, დატოვეს ქუჩაში ღამის საათებში მარტო და იმ ღამეს საერთოდ მიიმალნენ.

ამ დროს მე ჩემს ადვიკატთან ერთად მანქანით გადავადგილდებოდი ჩემი უფროსი შვილის მოსაყვანად, მირეკავს ქუჩაში დარჩენილი შვილი და ვრეკავ 112-ში და შესაბამისი რეაგირება მყისიერად იქნა მოხდენილი ადგილობრივი პოლიციის მიერ.

ცოცხალი ფაქტის მოწმე გახდა ოზურგეთის პოლიციის მაღალჩინოსნებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდნენ.  ამ დროს აღმოჩნდა , რომ საკვები პროდუქტი რომელიც ბავშვებისთვის და ჩემთვის მქონდა შეძენილი სამზარეულოდან გამოტანილი ცელოფნის პარკში ჩაყრილი და ქუჩაში მიწაზე ეყარა, მაქვს დამადასტურებელი ფოტოები დამყავს მოწმეები. ხოლო ჩემი და ჩემი შვილების ტანსაცმელი და სხვა ჰიგიენური მოხმარების ნივთები ჩაყრილი ჩანთებში და მეზობელთან მიტანილი და დაყრილი იყო. მინდა ავღნიშნო, რომ ამის ჩამდენ ადამიანებს ამ პერიოდში გამოწერილი ქონდათ და დღემდე აქვთ შემაკავებელი ორდერები, ერთპიროვნული ნივთების მოხმარების შეზღუდვის უფლებით. პოლიციამ სცადა დაკავშირება ოჯახის წევრებთან გავიდნენ ხაზზე,  მაგრამ შემდეგ გათიშეს ტელეფონები.

ფაქტიურად მთელი ღამე  მე და ჩემმა შვილებმა გავათენეთ პოლიციაში და შემდეგ ქუჩაში, როცა გათენდა მე მივმართე ოზურგეთში არსებულ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, კრიზისულ ცენტრს. ამ დროს როგორც ჩემმა შვილებმა დამირეკეს სასლის მეორე სართულიდან არამყარად ჩაკეტილი ადვილად გასაღები კარით შეძლეს სახლში შესვლა და  გამიღეს შიგნიდან კარები, საიდანაც შევედი მე. რადგანაც სახლიდან გამოსვლა ისევ საფრთხეს წარმოადგენდა ჩვენთვის, რომ ისევ სახლს ჩაკეტავდნენ კრიზისული ცენტრის წარმომადგენლები სიტუაციის გასაცნობად მოვიდნენ სახლში. როდესაც ისინი ბრუნდებოდნენ ამ დროს როგორც ჩანს გაიგენ რომ სახლში ვიყავით და სახლში დაბრუნდა დედამთილი და მისი და. ისინი თავს დაესხენ ბავშვებს, რისი მხილველიც გახდა კრიზისული ცენტრის სამივე წარმომადგენელი, იურისტი, ფსიქოლოგი და სოც. სამსახურის წარმომადგენელი. არსებობს ვიდეო მასალა რომელიც ამ მომენტში ფსიქოლოგმა გადაიღო. საჭირო გახდა ბავშვის მდგომარეობის გამო სასწრაფოს გამოძახება, თავადვე გამოიძახეს პატრულიც, ჩემს მიერ გამოძახებული იქნა პოლიცია.
ჩემი დღვანდელი პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ ერთი მხრივ, 7 აპრილს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურამ დღმდე არ გააკეთა რეაგირება. არაერთხელ მივმართე პროკურორ შოთა ჩხაიძეს, რომ დროულად გაცნობოდა ამ საქმეს გაეთვალისწინებინა ჩემი როგორც ძალადობის მსხვერპლი ქალის და ჩემი არასრულწლოვანი შვილების  მდგომარეობა და დამდგარიყო შესაბამისი შედეგი. გარდა ამისა განცხადებით მივმართე ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას ამ საკითხთან დაკავშირებით და აგრეთვე იმასთან დაკავშირებით, რომ სახლის ეხლანდელი მფლობელი ცდილობს სახლი აიყვანოს სისტემურ დაცვაზე, რითიც გვემუქრება სახლიდან ავტომატური გამოსახლებით. მოყვანილი ყავდა ორი შესაბამისი კომპანია რომლებმაც  როგორც განმიმარტეს ასეთ პირობებში იგულისხმება კონფლიქტური სიტუაცია მრავალსულიანი ოჯახი და შუთანხმებელი სიტუაცია ხელშეკრულების პირობების მიხედვით შეუძლებელია.

დღეს ისევ არის მცდელობა, რომ ახალი სხვა კომპანია შემოიყვანონ სახლში . მე არჩეული მაქვს სამოქალაქო სასამართლოს გზით დავიცვა ჩემი უფლებები რაც არ აწყობთ მათ.

ამიტომ ვითხოვ დახმარებას პირველ რიგში ოზურგეთის პროკურატურამ სამართლიანად და დროულად განიხილოს ჩემს მიერ აღნიშული 7 აპრილის საქმე და დაგვეხმაროს რომ  მე და ჩემი შვილები სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე , როგორც ქალი და ორი არასრულწლოვანი დაგვიცვას ამ ძალადობისგან.

გთხოვთ დამეხმაროთ საქართველოში არსებული ყველა ქალთა უფლებების კუთხით, ყველა არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვით და დღეს 21-ე საუკენეში როდესაც მსოფლიო ცივილიზაცია მხარს უჭერს ქალისა და ბავშვების უფლებების დაცვას, ჩვენს გვერდით დადგნენ, როგორც აღიარებული დაზარალებულების გვერდით.

აგრეთვე მინდა დავამატო, რომ ყველა ეს პროცესი მართულია ჩემი მაზლის მიერ შურისძიების მიზნით, რომელიც არის კონფლიქტის პირველი წყარო და რჩება დღემდე. გვესმის სატელეფონო საუბრის დროს როგორ იძლევა მითითებებს დედაზე, ძმაზე, დეიდაზე, რომლებიც თავადვე არიან ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ვერ აცნობიერებენ ამას, არის მუდმივი მუქარები მისი მხრიდან , რომ “დავტოვოთ სახლი თორემ ამოგვწვავს ყველას შით”, მე ვფიქრობ ეს ადამიანი დღეს, მიუხედავად იმისა, რომ არ იმყოფება საქართველოში, არის მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე, და საფრთხეს წარმოადგენს ჩემი და ჩემი შვილებისთვის.
ძალიან დიდი იმედი მაქვს დახმარების.

ნანა მეხუზლა; ქალაქი ოზურგეთი;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share